ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა მე-8 მოწვევის პარლამენტისთვის 110 დეპუტატსა და ადგილობრივი საბჭოების წევრებს ირჩევს. უმრავლესობის მოსაპოვებლად 56 მანდატია საჭირო. არჩევნებში ოთხი პარტია მონაწილეობს – „კომუნისტური“, „ლიბერალ-დემოკრატიული“, „შრომისა და სამართლიანობის რესპუბლიკური“ პარტია და „ბელაია რუსი“. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 5- 411 საარჩევნო უბანი და რეგისტრირებულია 6 მილიონ 900 ათასი ამომრჩეველი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებს 45 ათასზე მეტი ადგილობრივი და 294 საერთაშორისო დამკვირვებელი უწევს მონიტორინგს, მათ შორის არიან დსთ-ს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.