ბელარუსი მზად არის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი დღეს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ყოველწლიურ პრეს-კონფერენციას დაესწრო, სადაც სხვადასხვა გლობალურ საკითხთან ერთად, პრეზიდენტმა ჩვენს ქვეყანაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთან ბელარუსს არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური პრობლემები არ აქვს. ლუკაშენკომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში გაზრდილ სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელზე და ეკონომიკურ კავშირებზე.
ალექსანდრ ლუკაშენკოს გზავნილებს გიორგი გვიმრაძე ისმენდა.