ბელარუსის პრეზიდენტმა, სლოვაკეთში ბელარუსის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა, დიპლომატმა რამდენიმე დღის წინ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირა. იგორ ლეშენას გათავისუფლების შესახებ, ლუკაშენკოს პრესსამსახური იუწყება. სლოვაკეთში ბელარუსის ელჩმა, იგორ ლეშენამ 15 აგვისტოს მხარი დაუჭირა მოქალაქეებს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქუჩებში მიტინგებს მართავდნენ. 18 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. ის უახლოეს ხანში ბელარუსში დაბრუნებას აპირებს.