„ბეატრიჩე“ - პრეზენტაცია რომში

ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა თბილისის თანამედროვე ბალეტის დასმა „ბეატრიჩე“.

დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ საფუძველზე შექმნილ ორიგინალურ დადგმაზე მაყურებელი იმ ალბომიდან შეიტყობს, რომლის პრეზენტაცია საქართველოსა და იტალიაში გაიმართა. შემოქმედებითი ჯგუფის სამ წევრს – ქორეოგრაფს, კომპოზიტორსა და იდეის ავტორს რომში დანტეს ჯილდოები გადასცეს.

მულტიმედიური ალბომი აერთიანებს თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ ყველა ეტაპს – იდეიდან პრემიერამდე. მათ შორის, მარიო დარიანელის მიერ სპეციალურად ამ დადგმისთვის დაწერილი მუსიკის პარტიტურას.   სამენოვანი ალბომი, ბიბლიოთეკებსა და სახელოვნებო ცენტრებს არაერთ ქვეყანაში გადაეცემათ.