„ზურაბიშვილმა თანამდებობა დაიკავა, ოპოზიციამ კარვები გაშალა“, – ამ სათაურით ეხმაურება პრეზიდენტის ინაუგურაციას BBC.
BBC წერს, რომ ინაუგურაციის ცერემონია მრავალმხრივ უპრეცედენტო იყო. მათ შორის იმითაც, რომ ცერემონიის ოფიციალური ნაწილი პირველად გაიმართა დედაქალაქს გარეთ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ლოკაცია შემთხვევით არ იყო შერჩეული და პრეზიდენტის მხრიდან მიზნად ისახავდა იმ ფაქტის ხაზგასმას, რომ ის მიუხედავად იმისა, თუ როგორი არჩევანი გააკეთეს მოქალაქეებმა, ყველას პრეზიდენტია.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ვერ შეძლეს თელავში დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამართვა, რადგან ქალაქისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი იყო. შედეგად, აქციამ თბილისში, პარლამენტთან გადაინაცვლა.