ქართული პროდუქციის ხელახალი ემბარგოს ალბათობა ამ ეტაპზე მოხსნილია, თუმცა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთიდან არაერთი მუქარისშემცველი გზავნილი გაისმა. ქართული ღვინის ხარისხში ეჭვის შეტანის შემდეგ მისი ექსპორტის საერთოდ აკრძალვის ინიციატორებიც გამოჩნდნენ.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2006 წელს დაწესებული და შვიდ წელს გაგრძელებული ემბარგოს შემდეგ ქართული პროდუქციის, მათ შორის, ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტის წილი შემცირებულია.
სხვადასხვა ქვეყანასთან და ევროკავშირთან გაფორმებულმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებმა ახალი შესაძლებლობები გააჩინა.
მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, როგორ იყენებს ამ შანსს ხელისუფლება და ბიზნესი.