ბავშვთა საქველმოქმედო ფესტივალი „ერთად დემეტრესთვის“

ბავშვთა საქველმოქმედო ფესტივალი სახელწოდებით – „ერთად დემეტრესთვის“. ოთხი წლის დემეტრე ჭელიძის დასახმარებლად, ბავშვთა სარაგბო კლუბების ერთდღიანი ღონისძიება გაიმართა.

13 და 11 წლის ასაკის გოგონებისა და ბიჭების შერეულმა გუნდებმა, პატარა დემეტრეს გადასარჩენად, საჩვენებელი შეხვედრები გამართეს. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კი მის ოჯახს სრულად გადაეცემა.