იუსტიციის სამინისტროში მომზადებული ცვლილებების მიხედვით ბავშვთა რეფერირების ცენტრი შეიქმნება, რომელიც უზრუნველყოფს რეფერირების პროცესის კოორდინაციას.
რეფერირების პროცესში ცენტრთან ერთად ჩაერთვებიან საქართველოს შინაგან საქმეთა, დევნილთა და ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები, ასევე მათი მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირები, საქართველოს პროკურატურა და დამოუკიდებლად მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირები.
აღნიშნული უწყებები მოახდენენ რთული ქცევის მქონე ბავშვის იდენტიფიკაციას და მას გადაამისამართებენ ბავშვთა რეფერირების ცენტრში, რომელიც ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესწავლის შემდეგ უზრუნველყოფს მის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვას.