გამოწვევები, რომელთა წინაშე საქართველოში მცხოვრები ბავშვები დგანან.
მთავარ პრობლემად სიღარიბე და განათლებაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა რჩება. ბავშვთა საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად „იუნისეფი“ იმ გამოწვევების იდენტიფიცირებას ახდენს, რომელთა დაძლევა, ცალკეული საკანონმდებლო ინიციატივების მიუხედავად, ვერ ხერხდება. პრობლემას წარმოადგენს სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციაც. წლიურ ანგარიშში გარკვეულ პროგრესზეცაა საუბარი.