ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტრომ ოთხი ახალი კონკურსი და ერთი ტენდერი გამოაცხადა. კონკურსები მოიცავს ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობას. ბავშვთა და საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების წახალისებას. საბავშვო, საყმაწვილო სახელოვნებო სკოლებისა და სტუდიების დაფინანსებას.
საბავშვო მუსიკალური, საბალეტო სპექტაკლებისა და წარმოდგენების სადადგმო და სხვა ხარჯით დახმარებას. გარდა კონკურსებისა, კვლევითი მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი გამოცხადდა თემაზე „კვლევა ბავშვებს შორის წიგნთან დაკავშირებით“.