ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ანსამბლმა „ერისიონმა“ 2008 წლის აგვისტოს ომში და სამშვიდობო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს უმასპინძლა. ანსამბლის წევრებმა პატარებს დღევანდელი დღე მიულოცეს და მათთვის კონცერტი გამართეს.
ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.