ქუთაისის კლინიკაში მოთავსებული ორი უკრაინელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საუბარია მცირეწლოვან ბიჭსა და გოგონაზე, რომლებიც კიდევ 8 ბავშვთან ერთად, საავადმყოფოებში მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაიყვანეს. მათთან ერთად მყოფი ქალი, რომელიც ამბობს, რომ ბავშვების დედაა, ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს.
ექიმების განცხადებით, ბავშვების გაწერა კლინიკიდან დღეს იგეგმებოდა, თუმცა სოციალური სამსახურის თხოვნით, კლინიკაში ისინი ხვალამდე დარჩებინ.
შეგახსენებთ 8 მოზარდი კლინიკიდან 26 აპრილს გაწერეს. ისინი სახელმწიფო მზრუნველობაში იმყოფებიან, თუმცა შესაძლოა ზრუნვის ფორმა შეიცვალოს და მოზარდები მინდობითი აღზრდით გააშვილონ.