ცხოვრება სასაფლაოზე. უკვე ხუთი წელია რუსუდან ფრიდონაშვილი სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად თავს ვარკეთილის სასაფლაოს მიმდებარედ არსებულ ფარდულს აფარებს.
მცირე ზომის ნაგებობა მრავალი მცდელობის მიუხედავად საცხოვრებლად მაინც არ ვარგა. წვიმის დროს ოთახში წყალი ჩადის. ოთხსულიან ოჯახს ელექტროენერგიას მეზობელი აწვდის. გათბობისთვის კი ღუმელში მთელი წლის განმავლობაში შეგროვებული შეშა იწვება.
არაერთი თხოვნის მიუხედავად, შენობა, სადაც ოჯახი ცხოვრობს ჯერ კიდევ მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. რუსუდან ფრიდონაშვილმა სიმბოლურ ფასად ნაგებობის შესყიდვის თხოვნით გამგეობას რამდენიმე დღის წინ მიმართა.