ბათუმში ზღვამ ახალშობილის გვამი გამორიყა

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვამ ახალშობილის გვამი გამორიყა. მოქალაქის შეტყობინება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 11:56  საათზე შევიდა. ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ჩვილი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია და მას ყელის არეში ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 112-ე მუხლით აღძრა, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.