ბათუმში ვაჟთა შორის ევროპის საჭადრაკო მე-19 ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირში მსოფლიოს წამყვანი მოჭადრაკეები მონაწილეობენ. დღემდე, კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს ქართველი მოჭადრაკეებიდან მხოლოდ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი ფლობდა, რომელმაც ტიტული 2003 წელს მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატში 34 ქვეყნის 311 მოჭადრაკე მონაწილეობს. მსოფლიო თასის საგზურისთვის საქათველოს სახელით 32 მოჭადრაკე იბრძოლებს. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 ევროა.
ბათუმი უკვე მეორედ მასპინძლობს კონტინენტის პირველობას, პირველად მსგავსი შეჯიბრი 2002 წელს გაიმართა.