ბათუმში დღეს ტურისტული სეზონი მაშველებმა გახსნეს. სანაპიროზე წელს 250 მაშველი იმუშავებს, მათ შორის 20 გოგონა. გასული წლის ყველაზე წარმატებული მაშველები მანუჩარ წულუკიძე, იგორ აზნაურიშვილი და ანრი ნემსაძე საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დააჯილდოეს.
მაშველებმა დღეს გადარჩენის სხვადასხვა ტიპის სიმულაციებიც წარმოადგინეს. წელს დაინერგა ტექნოლოგიური სიახლეც. მაშველებთან ერთად, გადარჩენის ოპერაციაში „დრონიც“ ჩაერთვება.