ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში ამ დრომდე ერთ ადამიანს ეძებენ – უკვე 27 საათია, გრძელდება სამაშველო ოპერაცია. ორი საათის წინ ნანგრევებიდან დედა-შვილის ცხედარიც გამოიყვანეს. საუბარია 12 წლამდე მოზარდზე. ოფიციალური ინფორმაციით, კორპუსის ნგრევის შედეგად ეძებდნენ ათ ადამიანს. მათგან რვა გარდაცვლილია, ერთი კლინიკაშია, ერთის სამძებრო ოპერაცია კი ისევ მიმდინარეობს. გარდაცვლილებიდან ოთხი ერთი ოჯახის წევრია – დედა, ორი შვილი და მაზლი.
ადგილზე მეხანძრე მაშველები და მძიმე ტექნიკა უწყვეტად ასრულებს სამუშაოებს. მომხდარზე სამი ადამიანი უკვე დააკავეს. ამ ეტაპზე, როგორც კადრებშიც ხედავთ, მძიმე ტექნიკა მუშაობს, სართულებს შორის გადახურვის ბეტონის ფილების გატანა და ტერიტორიის გასუფთავება ხდება, რომ გაგრძელდეს სამძებრო პროცესი.
ირმა ჭოლაძე დეტალებით.