ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა გამთენიისას, ლერმონტოვის 103 ნომერში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.