ბათუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი ქურდობის შვიდი ფაქტი გახსნა, ხოლო ერთი ფაქტი აღკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დაკავებულია ორი პირი. ბრალდებულებმა მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებიდან ორი მაგნიტოფონი, ორი ტელევიზორი, ვიდეორეგისტრატორი, სხვადასხვა პირადი ნივთები და პლასტიკური ბარათები მოიპარეს, ასევე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებულ ორი გარე ვიდეოსათვალთვალო კამერა.
ნაქურდალი ნივთები სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.