„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო კონფერენცია ჩატარდა ბათუმში სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის შენობაში.
კონფერენციაზე ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აირჩიეს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერმა კახი კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიმართეს.
ბათუმის შემდეგ, დღესვე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს რეგიონული კონფერენცია ურეკში გაიმართება.