ბათუმში დღეს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული კონფერენცია გაიმართება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრები პარტიის წინაშე არსებულ გამოწვევაზე ისაუბრებენ და ასევე, „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარის დანიშვნის საკითხსაც განიხილავენ.
აჭარის ორგანიზაციას, სავარაუდოდ, ბათუმის მერი უხელმძღვანელებს.
პარტიულ კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახი კალაძე დაესწრებიან.