ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ორი პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გიორგი ტაკიძის გათავისუფლებაზე.
ბრალი დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება-გამოყენებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 5 პირია დაკავებული. დღესვე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დაკავებული სხვა ოთხი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზეც იმსჯელებენ.