ბათუმში, „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის ფაქტზე გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო
მომხდარზე გამოძიება 243-ე მუხლის მ-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
გამოძიების დასრულებას ელოდება და მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს სასტუმროს მენეჯმენტს.