ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი და სკოლა გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ადგილობრივი მთავრობის წევრები დაესწრნენ.
1500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე და 500 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.
კავკასიის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული განათლების პროგრამებზე. სოციალურად დაუცველი და წარჩინებული მოსწავლეებისთვის, ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურზე იმოქმედებს შეღავათები.