წლის ბოლოს ბათუმში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ჩატარდება.
ფესტივალს ეყოლება საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო და 7-დან 20 დეკემბრის ჩათვლით მსოფლიოში ცნობილ თეატრალურ კომპანიებს და დასებს გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან უმასპინძლებს.
ფესტივალის დაარსების იდეა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ანდრო ენუქიძეს და მის უცხოელ მეგობრებს ეკუთვნის.
ინიციატივას მხარი დაუჭირა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომაც.