ბათუმში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, რომელზეც ბახტაძე სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა აღნიშნული საგანმანათლებლო სივრცის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება განათლების სისტემის რეფორმაზე.
მისი განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების ქალაქში განთავსდება კომაროვის სკოლა, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული განათლების ცენტრი, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცე. ამასთან, მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი უსაფუძვლო კრიტიკა ისმის.
მერაბ წულუკიძე დეტალებით.