ბათუმში ერთი პირი დააკავეს

იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ბათუმში 1988 წელს დაბადებული პირი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „პარაბელიუმის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 35 საბრძოლო ვაზნა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.