ბათუმში ერთი პირი დააკავეს

ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა 2003 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა გუშინ ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 2004 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.