ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მომხდარის შესახებ შეტყობინება პოლიციაში არ შესულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გამოძიება დამოუკიდებლად მას შემდეგ დაიწყეს, როცა ხელვაჩაურში ნატყვიარი ავტომანქანა აღმოაჩინეს. არის თუ არა კავშირი ამ ორ ფაქტს შორის, გამოძიება დაადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი რამდენიმე პირს შორის მოხდა. ავტომანქანის მძღოლი ნაპოვნი არ არის.