ბათუმში საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის დაახლოებით 51 პროცენტი მივიდა. ხმათა უმეტესობა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მიიღო. რამაზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ იქნება კონსტრუქციული და ყველასთან დიალოგისთვის მზად არის. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ ამ არჩევნებით არაფერი მთავრდება და ისინი ბრძოლას გააგრძელებენ.
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 31 საჩივარია შესული, რაც ძირითადად მცირე პროცედურულ დარღვევებს ეხება.