ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, მელიქიშვილის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მუცლის არეშია დაჭრილი და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. შემთხვევის სავარაუდო მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დადგენილია სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობაც.