ბათუმში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო

პირველი სვლა საჭადრაკო ოლიმპიადაზე – ბათუმში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო.

პირველ დაფაზე პირველი სვლა საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა, მეორე დაფაზე – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

ტურნირი დღეს დაიწყო და 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ოლიმპიადის პარალელურად ბათუმში ფიდე-ს 89-ე კონგრესიც გაიმართება, რომელზეც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ. საჭადრაკო ოლიმპიადის საინფორმაციო მხარდამჭერი საზოგადოებრივი მაუწყებელია.