ბათუმის შემოვლითი გზის გახსნა

აჭარაში ბათუმის შემოვლითი გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა.

ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და ხელვაჩაურში სრულდება. მან ბათუმი სრულად უნდა განტვირთოს ტრანზიტული მოძრაობისგან. გზის გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობის მეთაური დაესწრო.