20 ხმით, ბათუმის საკრებულომ ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს საქმის წარმოება რივიერას განაშენიანების პროექტზე.
საჯარო განხილვები დაიწყება „სილქროუდ ჯგუფის“ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ანბანის კოშკის მიმდებარე თავისუფალ ტერიტორიაზე 5 ცათამბჯენის, იახტ-კლუბისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს.
გადაწყვეტილებას საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მოქალაქეთა ჯგუფისგან ხმაური მოჰყვა.
სხდომათა დარბაზში მოქალაქეთა მეორე ჯგუფიც გამოჩნდა, რომელიც პროექტის მომხრეა, ისინი საინიციატივო ჯგუფს დაუპირისპირდნენ.
გადაწყვეტილების შემდეგ მოქალაქეებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.