ბათუმის საკრებულომ არ განიხილა ენმ-ს ინიციატივა გრიბოედოვის ქუჩისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე

ხმაური იყო ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. სხდომის დღის წესრიგში საკრებულომ არ შეიტანა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის მირდატ ქამადაძის ინიციატივა, ბათუმში გრიბოედოვის ქუჩისთვის სახელის შეცვლისა და მისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე.

საკრებულო დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვაზე გადავიდა.