„ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ – ზუსტად სამ საათში ბათუმი მე-17 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც წელს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც ახლახან ასოცირებული ტრიოს ფორმატი შექმნეს.
ღონისძიებას გახსნის დავით ზალკალიანი. ამასთან, სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.
ლევან ახალაია იმყოფება ბათუმში და თემას პირდაპირ ეთერში განავრცობს.