ბათუმის უძველესი ისტორიული შენობა ყოველდღიურად ნადგურდება.
ევროპის მოედანზე მდებარე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობაში წლების განმავლობაში ქალაქის პირველი აფთიაქი იყო განთავსებული. 2011 წელს კი ნაგებობით ინვესტორი დაინტერესდა. თუმცა შვიდი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების პირობები არ სრულდება.
ადგილობრივ ხელისუფლებას, ინვესტორ კომპანიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის არსებული უთანხმოების გამო, სასტუმროს აშენების ნაცვლად, ისტორიული შენობა განადგურების პირასაა მისული.