ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ღონისძიებას პანდემიის გამო, მოქალაქეები ვერ დაესწრნენ. ნაძვის ხე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა, რევაზ ლაღიძის სახელობის გოგონათა გუნდის მუსიკალური გაფორმების თანხლებით აანთო.
უკვე მეორე წელია, ბათუმის მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ბულვარში იდგმება.