ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის „ბიაფ-2020“-ის პროგრამის პრეზენტაცია. ფესტივალზე 40 ქვეყნის 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იქნება წარდგენილი. ფესტივალის ფარგლებში, კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო პრიზით ნანა ჯორჯაძე, მერაბ კოკოჩაშვილი და დათო ევგენიძე დაჯილდოვდებიან.
ფესტივალზე რეჟისორ ნინო ბასილიას ფილმის „პერსონა ნომერი 2“-ის მსოფლიო პრემიერა შედგება. ფესტივალს წელს ახალი სექცია კო-ვიდეო ემატება. ბათუმის საავტორო ფილმების მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი 13- 20 სექტემბერს გაიმართება.