ბათუმის კინოფესტივალი

15 სექტემბრიდან ბათუმი ქართველი და უცხოელი რეჟისორების და კინო-კრიტიკოსების თავშეყრის ადგილად იქცევა.

ზღვისპირა ქალაქში საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადებიან. პროგრამაშია სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების, ასევე დოკუმენტური ნამუშევრების ჩვენება. იგეგმება რამდენიმე ახალი ქართული ფილმის პრემიერაც.