ბათუმის ჯაზ-ფესტივალი გაიხსნა. პირველები მსმენელის წინაშე შვეიცარიელი და ჩეხი მუსიკოსები წარსდგნენ. ჩეხური სცენის ლიდერმა, boris band combination-მა გულშემატკივრებისთვის საყვარელი ყველა ცნობილი ჰიტი შეასრულა. საღამო the next movement-ის მუსიკალური პერფორმანსით დაიხურა. პროფესიონალი მუსიკოსებით დაკომპლექტებული კოლექტივი, 20 წელია სცენაზეა და მსმენელის გულის მოგებას მუდმივად ახერხებს.
ბათუმის ჯაზ-ფესტივალი წელს მეთხუთმეტე საიუბილეო წელს აღნიშნავს.