ბათუმს ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში ასახელებს National Geographic Traveler-ი.
პოლონურ გამოცემაში ბათუმი, როგორც უქმეების გასატარებლად საუკეთესო ადგილი, ისეთი ქალაქების გვერდით სახელდება, როგორებიცაა ნიცა, პალერმო, და ამსტერდამი.
„მზესთან ახლოს“- ასე ჰქვია სტატიას, რომელიც გამოცემის მარტის ნომერში ბათუმსა და ზოგადად, აჭარას მიეძღვნა.