6-13 აპრილს ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლება 2017 წელს, ოფიციალური განაცხადის წარდგენის შემდეგ, ევროპის ფედერაციის კონგრესზე მოიპოვა.
ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე შეხვედრა დღეს გაიმართა.