გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც ქართულ გარმონებს აწყობს.
ბათუმელი ავთანდილ თავართქილაძე ინსტრუმენტს თავიდან ბოლომდე საკუთარი ხელით ქმნის. მის მიერ აწყობილ გარმონებზე დიდი მოთხოვნაა არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. ერთი გარმონის შექმნას 5 თვეს ანდომებს. ამ საქმის ოსტატები საქართველოში თითქმის აღარ არიან. ავთანდილ თავართქილაძემ მუსიკალური ინსტრუმენტის შექმნის ხელოვნება შვილიშვილს შეასწავლა და ამბობს, რომ ქართულ გარმონს, რომელიც ქართულ ხასიათზეა მორგებული, სხვაგან ვერავინ შექმნის.
მერაბ წულუკიძისა და ედუარდ კოჩალიძის სიუჟეტი.