ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.
საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარე ამ წუთებში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. პროკურატურა, ორ წლიანი საქმის განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს. ბრალდების თქმით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან მეუღლეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა. აღნიშნულს დაცვის მხარე არ ეთანხმება და აცხადებენ, რომ ბრალდების დასკვნით სიტყვას შეფასებას აუცილებლად მისცემენ.