ბარსელონაში პოლიციამ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები – საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდობით იუწყება, რომ ისინი ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილი.
კატალონიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები საცხოვრებელ სახლებს წინასწარ არჩევდნენ და მეპატრონეების დასასვენებლად გამგზავრების შემდეგ ძარცვავდნენ.
პოლიციამ დაზარალებულების დახმარებით დაადგინა ის სახლები, რომლებიც, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილებმა გაძარცვეს. ამოღებულია 100-ზე მეტი მოპარული ნივთი. მათ შორის ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული ხელსაწყოები.