13 აპრილს მომხდარი მკვლელობის საქმეს საკანონმდებლო ორგანოშიც ეხმაურებიან. როგორც ცნობილია, შსს-ს ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძე წარსულში ნასამართლევია, ის ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს და მოგვიანებით ის პრეზიდენტმა შეიწყალა. ამ თემასთან დაკავშირებით ხვალ პრეზიდენტი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ბრიფინგს გამართავენ. უმრავლესობის წევრები კი არ გამორიცხავენ, რომ ასეთი ტიპის დანაშაულზე, შესაძლოა, მსგავსი ტიპის სამართლებრივი შეღავათები აღარ გავრცელდეს.