ბარენცის ზღვის გასაიდუმლოებული ტრაგედია

ბუნდოვანებით მოცული მისია და ტრაგედია, რომელიც ერთი დღის შემდეგ გახმაურდა.

ბარენცის ზღვაში რუსულ წყალქვეშა ხომალდზე გაჩენილმა ცეცხლმა, რომელსაც 14 მეზღვაური ემსხვერპლა, მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა.

მკაცრად გასაიდუმლოებულია თუ რა მისიას ასრულებდა ბირთვული რეაქტორით აღჭურვილი სამეცნიერო-კვლევითი აპარატი წყალქვეშ 280 მეტრის სიღრმეზე, რა დროსაც ხომალდზე ხანძარი გაჩნდა.

პირველ ივლისს დატრიალებული ტრაგედიის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ორ ივლისს, გვიან ღამით გახდა.

საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.