ბაქოში, ნარკოლოგიურ ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. გარდაცვლილია 30 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ხატაის რაიონში მდებარე ცენტრში ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. ხანძარი განსაკუთრებით ძლიერი მეორე განყოფილებაში იყო, სადაც პაციენტები მკურნალობის კურსს გადიოდნენ.
სამაშველო სამსახურებმა ცეცხლის ჩაქრობა გამთენიისას შეძლეს.