ბაქოს მინისტერიალი

სამხრეთის გაზის დერეფანში, საქართველოს განსაკუთრებული როლი ბაქოს მინისტერიალის დეკლარაციაში აღინიშნა.

მინისტერიალში, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მონაწილეობდა.

დერეფანი სრულფასოვნად 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს, რომლის დროსაც აზერბაიჯანულ გაზს, ევროპის ბაზარი, საქართველოსა და თურქეთის გავლით მიიღებს. მინისტერიალზე აღინიშნა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი კასპიის ენერგო-მატარებლების ევროპის ბაზარზე მიწოდების პროცესში. ასევე დიმიტრი ქუმსიშვილისა და ილხამ ალიევის შეხვედრაზე, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს.